გალერეა „ვანდაში“ გერმანიაში მოღვაწე ფოტოხელოვანის, პეტრე ფილინის გამოფენა გაიხსნა
გალერეა „ვანდაში“ გერმანიაში მოღვაწე ფოტოხელოვანის, პეტრე ფილინის გამოფენა გაიხსნა

გალერეა „ვანდაში“ გერმანიაში მოღვაწე ფოტოხელოვანის, პეტრე ფილინის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით – „ბუნება და არქიტექტურა“ მისი რიგით მესამე პერსონალური გამოფენაა საქართველოში და 2001-დან 2022 წლამდე შექმნილ 50-მდე ნამუშევარს აერთიანებს.

ხელოვანის ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებშია დაცული.

პეტრე ფილინი დაიბადა თბილისში. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სამწლიანი სწავლის შემდეგ ის მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში (МАРХИ) ჩაირიცხა. 90-იან წლებში პეტრე ფილინმა არქიტექტურის დოქტორის ხარისხი მიიღო და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც ის დღემდე ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს არქიტექტურასა და ფოტოგრაფიის სფეროში.

პეტრე ფილინს მონაწილეობა აქვს მიღებული 30 ჯგუფურ გამოფენაში, ასევე გამართული აქვს 11 პერსონალური გამოფენა გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, აშშ-სა და საქართველოში. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

გამოფენა გალერეა „ვანდაში“ 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.