გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება
საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება.
როგორც მხატვარმა ზურაბ ჭედიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ექსპოზიციაზე გაერთიანებული იქნება ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკითა და თემატიკაზე შექმნილი 50 ნამუშევარი.
მისივე თქმით, ჯგუფურ გამოფენაზე ახალ ნამუშევრებს აფხაზეთიდან დევნილი 16 მხატვარი წარადგენს.
გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცე „ოპიზარში“ 30 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიხსნება და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.