გახსნის მატჩისთვის დაქირავებული 200 ინდოელი ექვსი საათის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს #1TVSPORT
გახსნის მატჩისთვის დაქირავებული 200 ინდოელი ექვსი საათის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს #1TVSPORT

200-ზე მეტმა ინდოელმა, რომელიც კატარისა და ეკვადორის ნაკრებთა გახსნის მატჩისთვის საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე სამუშაოდ დაიქირავეს, ექვსი საათი წყლისა და საკვების გარეშე გაატარა „ალ-ბაითის“ სტადიონის შესასვლელთან. ბევრი მათგანი უკმაყოფილოა შრომის პირობებით და მათდამი მოპყრობით.

205 მამაკაცისა და შვიდი ქალისგან შემდგარი ჯგუფი სტადიონზე დილის 10 საათზე მივიდა, მაგრამ 16 საათამდე ისინი არენაზე არ შეუშვეს. მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში ისინი საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს.

ინდოელებს ერთთვიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული Qatar Star Services-სთან. ამასთან, კომპანია ითხოვს, რომ მათ ყოველდღე იმუშაონ.

იგივე სიტუაციაა მეორე ჯგუფთან დაკავშირებით, რომელშიც 20 ფილიპინელი შედის. ისინი სტადიონზე სხვადასხვა საგნის გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი. მათ სტადიონის გარეთ სამი საათი ლოდინი აიძულეს ასევე საკვებისა და წყლის გარეშე.