გაიმართა ტოკიოს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის წილისყრა - ჯგუფურ ეტაპზე ინტრიგაა ბრაზილია-გერმანიისა და ესპანეთი-არგენტინის მატჩები #1TVSPORT
ტოკიოში გაიმართა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის წილისყრა. მამაკაცთა ტურნირში მთავარი ინტრიგა D ჯგუფშია; იქ წინა ოლიმპიადის ჩემპიონი ბრაზილია ვერცხლის პრიზიორ გერმანიას შეხვდება.
წილისყრის სრული შედეგები ასეთია:
კაცები
А ჯგუფი – იაპონია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, საფრანგეთი:
B ჯგუფი – ზელანდია, სამხრეთკორეა, ჰონდურასი, რუმინეთი:
С ჯგუფი – ეგვიპტე, ესპანეთი, არგენტინა, ავსტრალია:
D ჯგუფი – ბრაზილია, გერმანია, კოტ დ’ივუარი, საუდის არაბეთი.
ქალები
Е ჯგუფი – იაპონია, კანადა, ბრიტანეთი, ჩილე:
F ჯგუფი – ჩინეთი, ბრაზილია, ზამბია, ნიდერლანდები:
G ჯგუფი – შვედეთი, აშშ, ავსტრალია, ზელანდია.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა ტურნირზე 23-წლამდელი ფეხბურთელები ითამაშებენ. თითო გუნდში ნებისმიერი ასაკის სამი ფეხბურთელის დამატება შეიძლება.
ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.