გაიღიმე საქართველოსთვის - პირველი არხის ფოტოები ტოკიოდან
გაიღიმე საქართველოსთვის - პირველი არხის ფოტოები ტოკიოდან

რა გსმენიათ საქართველოს შესახებ? – პირველი არხის ჟურნალისტმა ამ კითხვით ტოკიოს ქუჩებში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ რესპონდენტებს მიმართა.

უმეტესობას ტოჩინოშინი გაახსენდა, რესპონდენტების ნაწილმა თქვა, რომ საქართველო ქართული ღვინის წყალობით გაიცნო. ერთ-ერთმა ისიც გვითხრა, რომ პირველად საქართველოს არსებობის შესახებ ახალი ამბების გამოშვებიდან ახლახან გაიგო, სადაც ქალი პრეზიდენტის არჩევის შესახებ იტყობინებოდნენ.

ახალგაზრდებს საქართველო ევროვიზიის მუსიკალური ფესტივალიდან ახსოვთ. ტოკიოს მცხოვრებლებს, ვიზიტორებს, ვთხოვეთ, საქართველოს შესახებ ემოციები მიმიკებით და ჟესტებით გადმოეცათ და აი, რა გამოვიდა…

გაიღიმე საქართველოსთვის