„გაგრამ“ ლიგა 2-ში კონკურენტს გადაასწრო
„გაგრამ“ ლიგა 2-ში კონკურენტს გადაასწრო

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში 22-ე ტურის თამაშები დასრულდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები გამოიწვია.

„ცხინვალმა“ აუტსაიდერი წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 1:5 დამარცხდა. მოულოდნელად დასრულდა ბათუმის „დინამოს“ მატჩი ანგისას ბაზაზე „შევარდენი 1906“-თან – გათამაშების ლიდერმა ბათუმელებმა მხოლოდ ქულის მოპოვება მოახერხეს 0:0.

„თელავმა“ საკუთარ არენაზე „ვიტ ჯორჯია“ 1:0 დაამარცხა. მარტვილში „მერანისა“ და ქობულეთის „შუქურას“ შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა 0:0.

ტურის ცენტრალურ შეხვედრა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ჩატარდა. „გაგრამ“ თბილისის „ნორჩი დინამოს“ 49-ე წუთზე ლევან პაპავას გატანილი გოლით აჯობა და 3 ქულა მოიპოვა.

გათამაშებას ისევ ბათუმის „დინამო“ ლიდერობს (42), მეორეზე „გაგრა„ დაწინაურდა (36), რომელმაც „ნორჩი დინამო“ 2 ქულით ჩამოიტოვა.