გაფიცვა კატალონიაში - სტუდენტებმა ბარსელონაში სარკინიგზო ლიანდაგები გადაკეტეს
გაფიცვა კატალონიაში - სტუდენტებმა ბარსელონაში სარკინიგზო ლიანდაგები გადაკეტეს

სტუდენტებმა ბარსელონაში სარკინიგზო ლიანდაგები გადაკეტეს, რის გამოც ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა სულ მცირე ხუთი საათით იყო პარალიზებული.

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვაა. აქციის ორგანიზატორები დამოუკიდებლობის მომხრე პროფკავშირები არიან. მანამდე გაფიცვის მონაწილეებმა ათობით ქუჩა გადაკეტეს, მათ შორის საფრანგეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი.

დემონსტრანტები რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონისა და მისი გარემოცვის ოთხი წევრის თანამდებობიდან გადაყანებისა და დაკავების ფაქტს აპროტესტებენ.

 

ავტორი: თეი კანაშვილი