გაფიცვის გამო, ჰამბურგისა და ბერლინის აეროპორტებიდან ავიარეისების შესრულება გაუქმდა
გაფიცვის გამო, ჰამბურგისა და ბერლინის აეროპორტებიდან ავიარეისების შესრულება გაუქმდა

გაფიცვის გამო ჰამბურგისა და ბერლინის აეროპორტებიდან ავიარეისების შესრულება გაუქმდა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გაფიცულები არიან აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები.

გერმანიის დედაქალაქში მდებარე ბრანდებურგის აეროპორტიდან ყველა რეისის შესრულება გაუქმდა. შეფერხებებია იმ რეისების მიღებაში, რომლებიც დღეს ბერლინში უნდა დაეშვან.

როგორც აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, დღეს 240 ფრენა უნდა შესრულებულიყო.

როგორც ცნობილია, გაფიცვა დღეს 00:00 საათამდე გაგრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ხელფასების გაზრდას სთხოვენ.

ასევე, 24 საათით გაიფიცნენ ჰამბურგის აეროპორტის თანამშრომლებიც. საუბარია კერძო კომპანია AHS-ის წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰამბურგის აეროპორტში დაგეგმილი 160 რეისიდან 84-ის მიღებაზე არიან პასუხისმგებლები.