გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ თავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი.
შეთანხმება, რომელსაც გერმანიაში ხელი მოაწერეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, მოიცავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებას, ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას, ერთობლივი ოპერაციების გაუმჯობესებას და ასე შემდეგ.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „გერმანიაში მისი ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ ევროპული უსაფრთხოება იქნება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო და თავდაცვის საკითხებში“.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო და გერმანია არიან უკრაინის უმსხვილესი ევროპული კონტრიბუტორები, როდესაც საუბარია სამხედრო დახმარებაზე, ასევე ყველაზე მსხვილი დონორები ევროპიდან ნატო-ს სამხედრო ბიუჯეტში.
ამასთან, როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება კატასტროფა იქნება ევროპული უსაფრთხოებისთვის. მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონი მკვეთრად შეამცირებს უკრაინის მხარდაჭერას მომდევნო წლიდან და ეს შეშფოთება კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვენსი დასახელდა. ვენსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გამოწერილი „ცარიელი ჩეკების“ წინააღმდეგია.