გაერთიანებულმა სამეფომ არქტიკაში ნატო-ს შესაძლებლობების გასაძლიერებლად ნორვეგიის ჩრდილოეთში სამხედრო ბაზა გახსნა
გაერთიანებულმა სამეფომ არქტიკაში ნატო-ს შესაძლებლობების გასაძლიერებლად ნორვეგიის ჩრდილოეთში სამხედრო ბაზა გახსნა. იქიდან გამომდინარე, რომ ნორვეგიული კანონმდებლობით მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსება იკრძალება, Camp Viking-ი ამ ეტაპზე ათი წლის ვადით იფუნქციონირებს.
როგორც სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის განცხადებაშია აღნიშნული, ბაზა „სტრატეგიულად ხელსაყრელად არის განთავსებული შეკავებისთვის და საშუალებას მისცემს ბრიტანეთს, სწრაფად უპასუხოს საფრთხეს ნატო-ს ჩრდილოეთ საზღვრებზე“.
სამხედრო ბაზა ტრომსედან 65 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს.