გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ექსპერტთა საბჭო ჩამოაყალიბა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ექსპერტთა საბჭო ჩამოაყალიბა.
მისი განმარტებით, ისინი საორგანიზაციო საკითხების განხილვას დაიწყებენ.
„ჩამოყალიბდა ექსპერტთა საბჭო. ცალკე სამუშაო ჯგუფია, რომელიც უკვე საორგანიზაციო საკითხებზე გადავა. ამ წრეებს გავაფართოვებთ და ის მოდელები, რაც შემუშავებული გვაქვს და საექსპერტო წრეებშია დამუშავებული, ყველაფრის სინთეზი მოხდება. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის რეფორმები და ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი. ამაზე გვქონდა მსჯელობა, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. პროცესში ჩართულები იქნებიან სხვადასხვა დარგის ძალიან ძლიერი სპეციალისტები“, – განაცხადა ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციისა და სხვადასხვა დარგის ექსპერტთა შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც ესწრებოდა.