გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების გამო დაზიანებულია ბალდის სათავე ნაგებობა, რის გამოც 23 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეეზღუდება
ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების გამო დაზიანებულია ბალდის სათავე ნაგებობა, რის შედეგადაც 20 ივნისის 14:00 საათიდან 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვისცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.