გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - აღდგენითი სამუშაოების გამო, ბაკურიანის წყალმომარაგება დილამდე შეიზღუდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - აღდგენითი სამუშაოების გამო, ბაკურიანის წყალმომარაგება დილამდე შეიზღუდება

ბაკურიანის წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოების გამო, დაბას წყალმომარაგება ხვალ, დილის 09:00-მდე შეეზღუდება.

ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაოები, რომ ვითარება რამდენიმე პრობლემურ მონაკვეთზე აღმოიფხვრას“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.