გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში თერმობარული იარაღის გამოყენება დაადასტურა
რუსეთი უკრაინაში თერმობარული იარაღის გამოყენებას ადასტურებს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა TOS-1A შეიარაღების სისტემის გამოყენება უკრაინაში. TOS-1A თერმობარულ რაკეტებს იყენებს, რომელიც ქმნის ცეცხლგამჩენ და აფეთქების ეფექტს“, – წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.
ბრიტანული უწყება თან აღნიშნული სადემონსტრაციო ვიდეორგოლსაც ურთავს, სადაც განმარტებულია, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული შეიარაღების სისტემა.