გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტოში აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან ომანთან ახლოს მყოფ გემს მას შემდეგ, რაც ხომალდზე უცხო პირები გადავიდნენ
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების სამსახურის ინფორმაციით, საზღვაო სააგენტო ვერ უკავშირდება გემს ომანთან ახლოს მას შემდეგ, რაც ხომალდზე უცხო პირები გადავიდნენ.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების სამსახურმა მიიღო შეტყობინება, რომ ინციდენტის დროს გემი ომანის სანაპიროდან 50 საზღვაო მილში იმყოფებოდა. საზღვაო სააგენტო გამოძიებას აწარმოებს.
ეს არის ბოლო ინციდენტი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გასულ თვეში შექმნა მრავალეროვნული საზღვაო ჯგუფი წითელ ზღვაში მოძრავი გემების იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად. წითელი ზღვის გავლით საერთაშორისო ვაჭრობის 12 პროცენტი ხორციელდება.
„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ მთავარი სამიზნე ისრაელთან დაკავშირებული გემებია, რაც ღაზაში პალესტინელების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.