გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი -  ვაფასებთ საქართველოს მიერ გატარებულ საშინაო რეფორმებს და ძალისხმევას, რომელსაც ახორციელებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი -  ვაფასებთ საქართველოს მიერ გატარებულ საშინაო რეფორმებს და ძალისხმევას, რომელსაც ახორციელებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

ჩვენ ვართ საქართველოს ერთგული მეგობარი, ჩვენ ვაფასებთ თქვენ მიერ გატარებულ საშინაო რეფორმებს და თქვენს კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, ასევე იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ლეო დოქერტიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდს ბრიტანეთს შორის არსებული პარტნიორობა.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. განვიხილეთ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ჩვენ ვართ საქართველოს ერთგული მეგობარი, ჩვენ ვაფასებთ თქვენ მიერ გატარებულ საშინაო რეფორმებს და თქვენს კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, ასევე იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. სამხრეთ კავკასიისთვის გეოპოლიტიკურად ძალიან რთული პერიოდია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ და დიალოგის გზით მიაღწიონ მშვიდობას. ჩვენ ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა საქართველომ ამ მიმართულებით. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული არაჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ განათლების, ვაჭრობის, ეკონომიკის სფეროებში, ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ურთიერთობების გაღრმავებისთვის და მოუთმენლად ველოდები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა ლეო დოქერტიმ.