„გაერთიანებული სამეფოს რეფორმების“ პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ​- გონს თუ არ მოვალთ, საფრანგეთში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ჩვენი მომავალი იქნება

22:13, 18.10.2026

„გაერთიანებული სამეფოს რეფორმების“ პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი გონს უნდა მოეგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საფრანგეთში მიმდინარე პროცესები გაერთიანებულ სამეფოშიც განმეორდება.

პოლიტიკოსის თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში კანონს, წესრიგსა და საზღვრების დაცვას დაუბრუნდნენ.

„გონს თუ არ მოვალთ, საფრანგეთში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ჩვენი მომავალი იქნება. უნდა დავუბრუნდეთ კანონს, წესრიგსა და საზღვრებს“, – წერს ნაიჯელ ფარაჯი.

მსგავსი