„სიენენი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის, სულ მცირე, ექვსი მაღალჩინოსანი ვაშინგტონში, სამხედრო ობიექტებზე მდებარე სამსახურებრივ საცხოვრებლებში ცხოვრობს

10:06, 29.11.2026

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის, სულ მცირე, ექვსი მაღალჩინოსანი ვაშინგტონში, სამხედრო ობიექტებზე მდებარე სამსახურებრივ საცხოვრებლებში ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აშშ-ის წინა პრეზიდენტების დროს მაღალი რანგის პოლიტიკოსები სამხედრო საცხოვრებლებით ნაკლებად სარგებლობდნენ, რაც ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაიზარდა.

Როგორც „სიენენი“ იუწყება, ამის მიზეზი, შიდა პოლიტიკური ძალადობის რისკებთან ერთად, ირანიდან მომავალი საფრთხეა.

„შიდა პოლიტიკური ძალადობის ზრდისა და უცხოელი მოწინააღმდეგეების მხრიდან ახალი საფრთხეების გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ირანი ამზადებს გეგმებს, რათა ვაშინგტონი ე.წ. ბინძური ბომბის ან ქიმიური იარაღის აფეთქების სამიზნედ აქციოს, ლიდერები უსაფრთხო სამხედრო კომპლექსებში ცხოვრებას ამჯობინებენ. ტენდენცია, შეიძლება, გაგრძელდეს მომავალ ადმინისტრაციებში, რესპუბლიკელებსა თუ დემოკრატებში“, – წერს „სიენენი“.

როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შორის, რომლებმაც სამხედრო საცხოვრებლით ისარგებლეს, არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი სტივენ მილერი, აშშ-ის გენერალური პროკურორი ტოდ ბლანში და აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი.

მსგავსი