გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას მხოლოდ ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი განაგრძობენ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი კანდიდატი განაგრძობს – ქვეყნის ყოფილი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრები: ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი არიან.
კონსერვატიულ პარტიაში ჩატარებული კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად, ბორის ჯონსონს 313 დეპუტატიდან 160-ის, ჯერემი ჰანტს კი, 77 დელეგატის ხმა აქვს.
პრემიერობის მსურველი კიდევ რვა კანდიდატი ასპარეზს უკვე გამოეთიშა.
ვინ გადაიბარებს „დაუნინგ სთრითის“ 10 ნომერში მდებარე რეზიდენციას ტერეზა მეის შემდეგ, ივლისის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.