გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით, 38 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს
38 ქვეყანა, გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
„დღეს, 38-მა ქვეყანამ მთელი მსოფლიოდან უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველაზე დიდი საქმით მიმართა. ჩვენ მკაფიო ვართ, რომ პუტინი ვერ ჩაიდენს ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად“, – წერს ჯონსონი ტვიტერში.
ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, გამოძიება დაიწყოს. სასამართლოში მიმართვას გაერთიანებული სამეფოს გარდა, ასევე მხარი დაუჭირა საქართველომ, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინდეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ.