გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, შოტლანდიის ნაციონალური პარტია რეფერენდუმს გეგმავს
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, შოტლანდიის ნაციონალური პარტია რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს – ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში შოტლანდიელი ნაციონალისტების ლიდერმა, იენ ბლექფორდმა, ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-ს ეთერში განაცხადა.
შოტლანდიელი პოლიტიკოსის თქმით, ცვლილებები, რომელიც მომდევნო კვირაში პარლამენტს წარედგინება, ბრიტანეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს იმ ფაქტის აღიარებას, რომ 2016 წლის რეფერენდუმზე შოტლანდიელებმა ბრიტანეთის შემადგენლობაში ევროკავშირში დარჩენას დაუჭირეს მხარი.
იან ბლექფროდის განცხადებით, შოტლანდიელებს თავისი ბედის განსაზღვრა შეეძლებათ, რადგან შოტლანდიის პარლამენტს რეფერენდუმის ჩატარების მანდატი აქვს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შოტლანდიელების სუვერენიტეტი უნდა აღიაროს.