გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს არ გამორიცხავს
გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
„როდესაც საუბარია ავიაგამანადგურებლებზე, რა თქმა უნდა, ისინი მოლაპარაკების ნაწილია. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ დღეს, რომ გავწვრთნით უკრაინის საჰაერო ძალებს ნატო-ს სტანდარტების პლატფორმებზე. თუმცა, ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი, ბრიტანეთის გარდა, მოკავშირეებზეც არის დამოკიდებული“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
ასევე, პრემიერის თქმით, „ჩელენჯერის“ ტიპის ტანკები უკრაინაში უკვე რამდენიმე კვირაში ჩავა.