გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დადასტურების შემთვევაში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაირღვა, რაც საფუძველია კანდიდატის რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმურობის.
ოპოზიცია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრისა და თბილის მერის წინააღმდეგ.
„ჩვენს სარჩელში უზარმაზარი, ზღვა ნაწილია წარმოდგენილი. ერთის მხრივ 600 ადამიანზე თაღლითური დაპირების, რომ სესხები გაუუქმდება 600 ათას ადამიანს, რომელიც ამდენი არაა. ეს არის პირდაპირი ამომრჩევლის მოსყიდვა და მეორე, ყველას გვახსოვს კარტოფილების და ხახვების, უფასო მეორადი ტანსაცმელის დარიგება. ამის ყველაფრის ვიდეო და აუდიო მტკიცებულება გვაქვს, რომელსაც წარვადგენთ.
ჩვენს სარჩელს თან ერთვის, რაღა თქმა უნდა, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა და ეს დადასტურებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით.
ჩვენ ამის გარდა მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ სისიხლის სამართლის კოდექსის 164-პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარმოებდა პირდაპირ ეთერში და ბატონი კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა და რომელმაც ასევე პირდაპირ დანაშაული ჩაიდინა თავის განცხადებაში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.