გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ გურჯაანის სასამართლოსთან აქციას გამართავს.
როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნა იქნება დავით კირკიტაძის გათავისუფლება.
„ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც გაიმართება კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ, ჩვენ ყველა მხარდამჭერს შეუძლია, შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ. იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად როდის იქნება პროცესი, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან და ვიქნებით, ვიდრე პროცესი არ ჩატარდება. ვითხოვთ მარტივ რამეს, დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ისინი ხელისუფლებისგან კანონგარეშე ქმედებას არ დაუშვებენ და მათი აქცია მშვიდობიანი იქნება.
“ასეთი ტიპის აქციები, რაც ხვალ გურჯაანში გვაქვს, იქნება სხვადასხვა ქალაქებშიც იმის მიხედვით, თუ რა პროცესი იქნება ქვეყანაში, – განაცხადა ვაშაძემ.