გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა
გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა.
ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყანა ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობით, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.
ინფიცირებულთა რიცხვი 290 ათასს აღემატება.
გაერთიანებულმა სამეფომ საგანგებო მდგომარეობა 23 მარტს გამოაცხადა, გასულ კვირას კი, ზომების ნაწილობრივი შემსუბუქება დაიწყო.