გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 154 ადამიანი დაიღუპა
გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 154 ადამიანი დაიღუპა

გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 154 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით 43 081 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ვირუსის 3 07 682 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.