გაერთიანებულ სამეფოში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 149 ადამიანი გარდაიცვალა
გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 149 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აღნიშნული მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით მცირედით დაბალია.
გუშინ დიდ ბრიტანეთში ვირუსს 154 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის 308 337 დადასტურებულიშემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 43 230 ადამიანი.