გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სრულ წევრობაზე განაცხადს პალესტინა 2018 წლის იანვარში წარადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა განუცხადა.
„კვლავ მივმართავთ გაეროს უშიშროების საბჭოს, აშშ კვლავ ვეტოს დაადებს, ჩვენ ისევ გავაკეთებთ განაცხადს, ამის კეთებას გავაგრძელებთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, განაგრძობს თუ არა აშშ ვეტოების დადებას“ – განაცხადა ნაბილ შაატმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულ წევრობაზე პალესტინის მიერ განაცხადის გაკეთების ზუსტი თარიღი არ სახელდება.