გაერო-ს მონაცემებით, 2018 წელს ხმელთაშუა ზღვით მიმავალი ყოველი 18 მიგრანტიდან ერთი დაიღუპა
ევროპისკენ ხმელთაშუა ზღვით მიმავალი ყოველი 18 მიგრანტიდან ერთი დაიღუპა. გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემები 2018 წელს ეხება.
როგორც სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ევროპაში ხმელთაშუა ზღვით ჩასული მიგრანტების რაოდნეობა 2018 წელს მკვეთრად შემცირდა, თუმცა გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია, რადგან კონტრაბანდისტები იძულებით გადაადგილებული პირების ტრანსპორტირებისთვის სულ უფრო დიდ რისკზე მიდიან.
გაერო-ს მონაცემებით, 2018 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით 1600 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ევროპაში ამ გზით 68 ათასი მიგრანტი ჩავიდა.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ხმელთაშუა ზღვით ევროპაში 130 400 ადამიანი ჩავიდა, 2 400 კი, მგზავრობისას დაიღუპა.