გაერო - ვენესუელის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
გაერო ვენესუელის ავტორიტარულ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების დახოცვაში ადანაშაულებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო სამ წელიწადში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, ვენესუელის სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლსასროლი იარაღის 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, მათ შორის არასრულწლოვნები. სპეცოპერაციის სამიზნე ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები და მოქალაქეები იყვნენ.
გაერო-ს წარმომადგენლები ნიკოლას მადუროს რეჟიმმა ქვეყნაში არ ჩაუშვა. ადამიანის უფლებების შელახვისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შესახებ ანგარიში გაერო-მ ვენესუელიდან გაქცეული 150 ადამიანის გამოკითხვის შედეგად შეადგინა. ისინი მოვლენათა თვითმხილველები არიან. ერთ-ერთი მათგანია ვენესუელის ყოფილი გენერალური პროკურორი ლუისა ორტეგა, რომელიც შარშან ნიკოლას მადუროს დაუპირისპირდა. მას დაპატიმრება ემუქრებოდა, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა.
გაერო-ს ანგარიშში არაადამიანური მოპყრობისა და ადამიანის უფლებების შემლახველი ფაქტებია აღწერილი.
მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ვენესუელაში 2014 წლიდან იმართება.