გაერო - სირიის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები ორი კვირის განმავლობაში 270 ათასმა ადამიანმა დატოვა
სირიის სამხრეთ – დასავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების გამო, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 270 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში რეგიონი 160 ათასმა ადამიანმა დატოვა. ძირითად შემთხვევაში, ისინი იორდანიისა და ისრაელის საზღვართან მდებარე სოფლებს აფარებენ თავს. გაეროს ინფორმაციით, სირიის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
იორდანიაში, სადაც კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე სირიიდან დევნილი ნახევარი მილიონი ადამიანი მიიღეს, განაცხადეს, რომ დევნილებისთვის საზღვარს არ გახსნიან.