გაერო-ში სისტემური რასიზმის, პოლიციის მხრიდან სასტიკი ქმედებებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე იმსჯელებენ
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სისტემური რასიზმის, პოლიციის მხრიდან სასტიკი ქმედებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე იმსჯელებენ. შესაბამისი თემების განხილვას საბჭო 17 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე აპირებს.
როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგანგებო დებატები გაიმართება „რასობრივი ნიადაგზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, სისტემატურ რასიზმზე, პოლიციის სასტიკ ქმედებებზე და მშვიდობიანი მომტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე“.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესია ჟენევის შტაბ-ბინაში გაიმართება.