გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა
გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია მოეწყო.
შოთა რუსთაველის მარკა გაეროს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა და პოეტის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაერო გამოსცემს შუასაუკუნეებში მოღვაწე პირის სპეციალურ საფოსტო მარკას.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტი მიროსლავ ლაიჩაკი. ღონისძიებაზე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე. მარკის პრეზენტაციის შემდეგ კი აშშ-ში მოღვაწე ჯაზ მუსიკოს გიორგი მიქაძის ბენდისა და ანსამბლ „ბასიანის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.