გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი - მარცვლეულის შეთანხმების სტატუს კვოს შენარჩუნების საფუძველი არ არსებობს
გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის, გენადი გატილოვის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სტატუს კვოს შენარჩუნებისთვის, რომლის ვადა 18 ივლისს იწურება. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„რუსეთმა არაერთხელ გაახანგრძლივა გარიგება პოზიტიური ცვლილებების იმედით, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არ გვაძლევს საფუძველს, დავთანხმდეთ სტატუს კვოს შენარჩუნებაზე“, – განაცხადა გატილოვმა.
შავი ზღვის შეთანხმება, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობით გაერო-მ და თურქეთმა 2022 წლის ივლისში გააფორმეს, მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრის შედეგად ჩარჩენილი უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გზით.