გაერო-ში რუსეთის ელჩი - დონალდ ტრამპის არჩევა რუსეთსა და აშშ-ის ახალი დიალოგის შესაძლებლობას ხსნის, თუმცა ვაშინგტონის მიზანი კვლავ მოსკოვის შეკავება რჩება
დონალდ ტრამპის არჩევა რუსეთსა და აშშ-ს შორის ახალი დიალოგის შესაძლებლობას ხსნის, თუმცა ვაშინგტონის მიზანი კვლავ მოსკოვის შეკავება რჩება.
ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა, გენადი გატილოვმა ჟენევაში მედიას განუცხადა.
„შიდაპოლიტიკური ძვრების მიუხედავად, ვაშინტონი მუდმივად მისდევს მოსკოვის შეკავების მიზანს. ადმინისტრაციის შეცვლა ამას ნაკლებად ცვლის. ერთადერთი ცვლილება, რომელიც შესაძლებელია, არის ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგი, რომელიც არ იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა გატილოვმა.