გაერო-ში ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლის დაწყებისას დიპლომატების ნაწილმა დარბაზი შეძახილებით დატოვა, ისრაელის პრემიერმა მათ „მორალური ლაჩრები“ უწოდა [ვიდეო]
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას დიპლომატების დიდმა ნაწილმა დარბაზი შეძახილებით დატოვა.
ამავდროულად, აუდიტორიის მცირე ნაწილმა, მათ შორის ისრაელის დელეგაციამ, ნეთანიაჰუს ტაში დაუკრა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში მკაცრად გააკრიტიკა ის დელეგატები, რომლებმაც დარბაზი პროტესტით დატოვეს და მათ „მორალური ლაჩრები“ უწოდა.