გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ავღანეთში მომხდარის გამო ჯო ბაიდენი უნდა გადადგეს ან ის თანამდებობას უნდა ჩამოაცილონ
გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ ავღანეთში მომხდარის გამო ჯო ბაიდენი უნდა გადადგეს ან ის თანამდებობას უნდა ჩამოაცილონ. ამის შესახებ ნიკი ჰეილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ღირს, რომ ბაიდენი გადადგეს ან თანამდებობიდან ჩამოაცილონ, რადგან ის ვერ ართმევს თავს სიტუაციას ავღანეთში? დიახ. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ დავრჩებით ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, რაც ორჯერ უარესია“, – წერს ნიკი ჰეილი.
ნიკი ჰეილი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2017-2018 წლებში იკავებდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.