გაერო-ში აშშ-ის ელჩი - პუტინი განაგრძობს ომის გამწვავებას სრულიად მიუღებელი გზით, ჩვენც უნდა განვაგრძოთ მისი ქმედებების დაგმობა ყველაზე მკაცრი გზით
აშშ „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს ვლადიმერ პუტინის ნაბიჯს, რომლითაც მან სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა.
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში აღნიშნა: „ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს ამ ომის გამწვავებას სრულიად მიუღებელი გზით და ჩვენც უნდა განვაგრძოთ მისი ქმედებების დაგმობა ყველაზე მკაცრი გზით“.
დიპლომატის თქმით, მსოფლიოს ერთიანი პოზიცია აქვს პუტინთან მიმართებაში.
„მან უნდა შეწყვიტოს უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებები“, – აცხადებს გაერო-ში აშშ-ის ელჩი.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.