გაერო-ში აშშ-ის ელჩი - მზად ვართ, დავეხმაროთ ისრაელს და პალესტინელებს, თუ ისინი ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან
აშშ აცხადებს, რომ მზად არის, დაეხმაროს ისრაელს და პალესტინელებს, თუ ისინი ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან. გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ დიპლომატიური არხებით აქტიურად მუშაობს კონფლიქტის დასრულებისთვის.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ისრაელის მოქალაქეებს და პალესტინელებს უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება თანაბრად აქვთ. ელჩმა შეშფოთება გამოხატა არაბებსა და ებრაელებს შორის ისრაელის ტერიტორიაზე ეთნიკურად შერეულ თემებში განხორციელებული ძალადობის გამო.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადამიანების მსხვერპლი კატასტროფული იყო. სამწუხაროდ, ეს რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება დღევანდელი სესიის ბოლოს“ – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.