გაერო-ში აშშ-ის ელჩი - მოსკოვის ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან გვიჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილია რუსეთი
ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობით რუსეთი სასოწარკვეთილებას ავლენს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას გრინფილდმა განაცხადა.
გრინფილდმა აღნიშნა, რომ „მოსკოვის ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან გვიჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილია რუსეთი“.
დღეს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას კოსმოსური სატელიტების აგებაში დაეხმარება.
იარაღის შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე ჯერ კომენტარი არცერთ ლიდერს არ გაუკეთებია.