გაერო-ში აშშ-ის ელჩი - აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს
აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, – როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.
„აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამის არანაირი მტკიცებულება არ გვინახავს“, – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.
მისი თქმით, რუსებს თუ სურთ, თავიანთი სასუქის გლობალურ ბაზარზე გატანა და სასოფლო-სამეურნეო ტრანზაქციების ხელშეწყობა, მაშინ „მოუწევთ, ამ შეთანხმებას დაუბრუნდნენ“.
„ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი შეიძლება, დაინტერესდნენ დისკუსიებში დაბრუნებით. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით, არის თუ არა ეს რეალურად ასე“, – აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.