გაერო-ში აცხადებენ, რომ სუდანში კაშხლის გარღვევის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაღუპული
გაერო-ს ინფორმაციით, სუდანში კაშხლის გარღვევის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაღუპული. გაერო-ში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობა, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.
კაშხლის გარღვევის შედეგად განადგურებულია 20 სოფელი, 50 ათასამდე სახლი კი დანგრეული ან დაზიანებულია.
გაერო-ს განცხადებით, არბაატის კაშხალი წითელი ზღვის პირას მდებარე ქალაქის, პორტ-სუდანის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მთავარი წყაროა. კაშხლის დაზიანება დასახლებაში წყლის მიწოდების სერიოზულ პრობლემას შექმნის და ქვეყანაში, სადაც თვეებია, შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.