გაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიადარტყმების გამო ბოლო დღეებში ლიბანიდან სირიაში 100 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა
ისრაელის ავიადარტყმების გამო ბოლო დღეებში ლიბანიდან სირიაში 100 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა. ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.
„ნაკადი გრძელდება“, – განაცხადა გრანდიმ და აღნიშნა, რომ გაერო-ს თანამშრომლები უზრუნველყოფენ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას ოთხ სასაზღვრო-გადასასვლელ პუნქტზე.
ლიბანის მთავრობის მონაცემებით, ლიბანიდან სირიაში გადასულ პირებს შორის 36 ათასი სირიელი და 41 ათასზე მეტი ლიბანელია.