გაერო-ში აცხადებენ, რომ ავღანეთისთვის მილიონობით დოლარის გაყინვა მილიონობით ავღანელის გაღარიბებას გამოიწვევს
გაერო-ში აცხადებენ, რომ ავღანეთისთვის მილიონობით დოლარის გაყინვა, რათა ეს თანხა არ იყოს ხელმისაწვდომი „თალიბანისთვის“, „მძიმე ეკონომიკურ დაღმასვლას“ გამოიწვევს და შედეგად მილიონობით ავღანელის გაღარიბებას და შიმშილს მოიტანს.
როგორც გაერო-ს სპეციალურმა დესპანმა, დებრა ლაიონსმა განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოძებნოს გზა, რათა ავღანეთის „ეკონომიკის და სოციალური სისტემის ჩამოშლა თავიდან აიციოლს“ და ამასთან ერთად, უზრუნველყოს, რომ „თალიბანი“ ფინანსებს ბოროტად არ გამოიყენებს.
ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რაც დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამჟამად გაყინულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე შეუზღუდა წვდომა „თალიბანს“ 440 მილიონი დოლარის ოდენობით რეზერვთან.
ამასთან, რუსეთი და ჩინეთი მოითხოვენ, რომ გაყინული აქტივები კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს ავღანელი ხალხისთვის და ეს თანხები „მუქარისა და შანტაჟისთვის“ არ უნდა გამოიყენონ.