გაერო-ში 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს
გაერო-ში 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს

გაერო-მ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე რეზოლუციას 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა მხარი დაუჭირა, მათ შორის საქართველომ. წინააღმდეგი მხოლოდ ხუთი ქვეყანა იყო: რუსეთი, ბელარუსი, სირია, ერიტრეა და ჩრდილოეთ კორეა, 35-მა წევრმა კი, თავი შეიკავა, მათ შორის სომხეთმა და ჩინეთმა.

94 ქვეყნის თანასპონსორობით გატანილი რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გაერო “ყველაზე მკაცრი ფორმით გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.