გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კოფი ანანმა 2001 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ის გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 1997-დან 2006 წლამდე მუშაობდა.
კოფი ანანი იყო ასევე გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში, სადაც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობდა.