გაერო-ს წევრი ქვეყნები რუსეთის მხრიდან უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
გაერო-ს წევრი ქვეყნები რუსეთის მხრიდან უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გაერო-ს წევრი ქვეყნები რუსეთის მხრიდან უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აშშ, ალბანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი, ნათქვამია, რომ მოსკოვი ცდილობს, გამოიყენოს უშიშროების საბჭო მისი დეზინფორმაციის გასაჟღერებლად, პროპაგანდის გასავრცელებლად და უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმის გასამართლებლად.

„ეს შეხვედრა და ეს ტყუილები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს: თავიდან იქნას არიდებული პასუხისმგებლობა რუსეთის მიერ არჩეულ ომზე და მის მიერ გამოწვეულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. როგორც ყველამ იცით – და საზოგადოებას უნდა შევახსენოთ – ეს მოსკოვია, რომელიც დიდი ხანია, აწარმოებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო სამართლის დარღვევით და არა უკრაინა. ეს მოსკოვს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების კარგად დოკუმენტირებული ისტორია და არა უკრაინას. და სწორედ მოსკოვმა დაიწყო ეს უაზრო ომი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერო-ს წევრი სახელმწიფოების თქმით, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი ბოროტად სარგებლობს საკუთარი მოვალეობებით და პრივილეგიებით. მათი თქმით, განცხადება სიმართლის თქმას, რუსეთზე პასუხიმგებლობის დაკისრებას და დეზინფორმაციის ფაქტებით მხილებას ემსახურება.