გაერო-ს წარმომადგენლობა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს
გაერო-ს წარმომადგენლობა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს

გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს „თბილისი პრაიდის“ დღევანდელ ღონისძიებაზე, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის, ლგბტქი+ პირებისთვის“, – წერს საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა.