გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე პირველად გახდა ყაზახეთი.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, ყაზახეთის ცენტრალური აზიის ინტერესების წინ წამოწევას და რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას გეგმავს.
როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ვებ გვერდზეა აღნიშნული ასტანას პრიორიტეტებს შორის იქნება – ბირთვული განიარაღება, გლობალური ომის პრევენცია, ლოკალური კონფლიქტების დარეგულირება და ტერორიზმთან ბრძოლა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე როტაციის პრინციპით ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი ხდება. თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენელი ამ თანამდებობას 1 თვის ვადით იკავებს.