გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე რუსეთის მიერ კენჭისყრაზე წარდგენილ რეზოლუციას მხარი მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს. დანარჩენმა 13-მა წევრმა თავი შეიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტისკენ და საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდებდა, მასში ნახსენები არ იყო უკრაინაში შეჭრა და რუსეთის დაგმობა ჰუმანიტარული კრიზისის გამო.
რუსეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტს თანაავტორობა ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ გაუწიეს, თუმცა ისინი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში არ არიან.